მეტალოპლასტმასის ფანჯრები

Euro-Desing 70

EURO-Design 70: სინათლისა და სტილის ჰარმონია
ფანჯრის შეძენა - ეს ინვესტიციაა მომავალში. არ აქვს მნიშვნელობა ახალ სახლს აშენებთ, თუ ძველის რეკონსტრუქციას გეგმავთ, თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თუ დახვეწილი დიზაინის, უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალის და საუკეთესო თბოიზოლაციის შერწყმა მნიშვნელოვანია, საუკეთესო არჩევანი EURO-Design 70 პროფილისაგან დამზადებულ ფანჯრები იქნება. 

სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
სისტემის სიღრმე /კამერების რაოდენობა: 70 მმ /5 კამერა.
თბოიზოლაცია: Uf=1,3W/m2K
გატეხვის საწინააღმდეგო სისტემა: გაძლიერებული საკეტი მოწყობილობების დაყენების შესაძლებლობა გვაქვს 13 მმ-იანი ჩასაკეტი ღეროს გამოყენებით.
ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან ორი მჭიდრო კონტურის გამოყენებით.
ზედაპირი: საუკეთესო ხარისხის, იდეალურად გლუვი, ადვილად მოსავლელი.

LGG.GE - დამატებითი ფოტო მასალა:

უპირატესობები:
სითბოსა და სიმყუდროვეში
70 მმ-იანი და ხუთკამერიანი პროფილის სისტემა ქმნის სასიამოვნო საცხოვრებელ კლიმატს და საიმედოდ აკავებს სითბოს სახლში, მაშინაც კი, თუ გარეთ ყინავს.

გამოყენების სფეროები
სამშენებლო გადაწყვეტილებები EURO-Design 70 პროფილებისგან დამზადებული ფანჯრები გამოიყენება მაღლივი სახლებისა და სააგარაკო კერძო სახლების მშენებლობაში. ისინი გამოიყენება ახალი შენობების ასაშენებლად და არსებულის გადასაკეთებლად.
საფანჯრე სისტემა EURO-Design 70 აკმაყოფილებს თბოიზოლაციის, დიზაინის და ბუნებრივი განათების ყველა თანამედროვე სტანდარტებს.