Euro-Design 60

აღწერილობა
EURO-Design: პრაქტიკული არჩევანი
EURO-Design - ის სამკამერიანი სისტემა 60 მმ-იანი სიღრმით შეესაბამება თბო და ხმის იზოლაციის, დიზაინის, საიმედოობისა და გამძლეობის თანამედროვე მოთხოვნებს. ორი მჭიდრო კონტური საიმედოდ იცავს სახლს გამჭოლი ქარისაგან, ტენისა და მტვრისაგან, ხოლო პროფილების გლუვი ზედაპირი ამარტივებს მის ყოველდღიური მოვლას.
EURO-Design -ის პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ფორმა შეიძლება მოერგოს შენობის არქიტექტურასა და დამკვეთის ორიგინალურ ჩანაფიქრს.
სისტემის სიღრმე / კამერების რაოდენობა: 60 მმ / 3 კამერა
თბოიზოლაცია: Uf = 1,6W/m2K
გატეხვის საწინააღმდეგო სისტემა: გაძლიერებული საკეტი მოწყობილობების დაყენების შესაძლებლობა გვაქვს 13 მმ-იანი ჩასაკეტი ღეროს გამოყენებით.
ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან ორი მჭიდრო კონტურის გამოყენებით.
ზედაპირი: გლუვი, ადვილად გასაწმენდი.

LGG.GE - დამატებითი ფოტო მასალა:

უპირატესობები
თქვენი სახლის სტილი
ფანჯრის სისტემა EURO-Design არაჩვეულებრივად ეხამება როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სტილს. ის ელეგანტურად გამოიყურება პროფილის წინა ზედაპირებზე 15-გრადუსიანი დაქანებით. EURO-Design-ის პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ფორმა შესაძლოა მოერგოს თქვენს არქიტექტურულ ჩანაფიქრებს.

მკვეთრი აქცენტები
EURO-Design პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ორიგინალური ფორმისა და ფერის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გამოკვეთოთ დეკორატიული ელემენტები ან ჰარმონიულად შეუხამოთ ფანჯრები სახლის საერთო სტილს. ჩვენ გთავაზობთ:
∙ ელეგანტურ ვიზუალს, რომელიც მიიღება პროფილის ზედაპირებზე 15-გრადუსიანი დაქანებებით და 2 მმ-იანი რადიუსებით
∙ ფრთის კლასიკურ ვარიანტს ჩარჩოსთან მიმართებაში გარე ზედაპირზე.
EURO-Design პროფილების მრავალფეროვანი ფორმის ფანჯრებს: მართკუთა, დახრილი ან მრგვალი.
∙ ფერთა ფართო არჩევანს, დეკორატიული ფირების გამოყენებით, რომლებიც იმეორებს ხის ძვირფასი ჯიშების ფერსა და ტექსტურას.

გამოყენების სფეროები
სამშენებლო გადაწყვეტილებები
სისტემა გამოიყენება როგორც იმ ობიექტების მშენებლობისათვის, რომლებშიც საჭიროა სტანდარტული თეთრის გამოყენება, ასევე სხვა ფერების, მათ შორის ხის ფერისა და ტექსტურის მქონე ფანჯრების დაყენება. იგი ერთნაირად კარგად გამოიყენება როგორც ახალი სახლების მშენებლობისათვის, ასევე ძველი სახლების განსაახლებლად. სისტემა გამოიყენება ფანჯრებისა და აივნის კარების დასამზადებლად.