GENEO

აღწერილობა
GENEO: მომავლისაკენ სწრაფვა
საფანჯრე სისტემა GENEO - ეს არის საფანჯრე პროფილების უნიკალური სისტემა, რომელიც ბირთვშია არმირებული. ეს სიახლეა საფანჯრე კონსტრუქციების წარმოებაში და წარმოება აჰყავს სამომხმარებლო თვისებების ახალ, უმაღლეს დონეზე. გამოგონების საფუძველია უახლესი ფიბრობოჭკოვანი მასალა RAU-FIPRO, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, დატვირთვისადმი გამძლეობით, ამიტომ ფოლადის არმატურის საჭიროება აღარ არის.

სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
სისტემის სიღრმე/კამერების რაოდენობა: 86 მმ / 6 კამერა
თბოიზოლაცია: Uf = 0,85 W/m2K -მდე
ხმაურისგან დაცვა: ევროპულ ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.
გატეხვის საწინააღმდეგო სისტემა: საკეტი მოწყობილობები მარტივად ყენდება.
დიზაინი: ფორმებისა და ფერების უდიდესი არჩევანი.

LGG.GE - დამატებითი ფოტო მასალა:

უპირატესობები
სიმსუბუქე ყველაფერში
ენერგიის დაზოგვა 76%-მდე. GENEO-ს პროფილებით დამზადებული ფანჯრები საშუალებას მოგცემთ არ გაათბოთ ქუჩა და შეინარჩუნოთ სითბო იქ, სადაც ნამდვილად საჭიროა - სახლში. ოთახის გასათბობად დაგჭირდებათ იმ ენერგიის 25%, რასაც ხარჯავდით ძველი, ხის ფანჯრებიანი, სახლის გასათბობად. დღეს GENEO-ს პროფილებით დამზადებული ფანჯრები შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შენობების მშენებლობაში, რომლების ძალზე ცოტა ენერგიას ხარჯავს და სითბოს იღებს ენერგიის განახლებადი წყაროებიდან (მიწის გრუნტის ენერგია, მზის ენერგია).
სიმსუბუქე სიმტკიცის დაუკარგავად. RAU-FIPRO და დახვეწილი ფორმის 86 მმ-იანი პროფილი ფოლადის გამოყენებაზე უარის თქმის საშუალებას იძლევა. GENEO-ს 40%-ით მსუბუქი კონსტრუქცია სიმტკიცით არაფრით არ ჩამოუვარდება არსებული სისტემების სიმტკიცეს.
შემინვის მაქსიმალური ფართობი. GENEO-ს პროფილში შენარჩუნებულია პროფილების ოპტიმალური სიმაღლე და დიზაინერული გადაწყვეტის თავისუფლება დიდი ზომის მინაპაკეტების გამოყენებისას. ეს მიიღწევა იმით, რომ გამოყენებულია მზიდი ელემენტებისა და თანმხლები ნაწილების დამაგრების დაპატენტებული სისტემა სახრახნე არხებითა და დამატებითი განივი სამაგრით.
შემინვის ჩაწებების ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია კიდევ უფრო დიდი ფართობების შემინვა საუკეთესო თბოიზოლაციის შენარჩუნებით:
აივნის კარები: სიმაღლე 230 სმ-მდე, სიგანე 110 სმ-მდე;
ფანჯრები: სიმაღლე 145 სმ-მდე, სიგანე 145 სმ-მდე.
GENEO-ს პროფილების ნაკეთობების მაქსიმალური ზომა (ჩაწებების უახლესი ტექნოლოგიის და ფოლადის არმირების გამოყენებით) აღწევს სიმაღლეში 260 სმ-ს და სიგანეში 140 სმ-ს.

გამოყენების სფერო
სამშენებლო გადაწყვეტილებები
GENEO-ს პროფილები გამოიყენება მაღლივი სახლებისა და სააგარაკო კერძო სახლების მშენებლობაში. ისინი გამოიყენება ახალი შენობების ასაშენებლად და არსებულის გადასაკეთებლად.
GENEO-ს პროფილების სისტემა საუკეთესოა ბაზარზე არსებულთა შორის, მისი საშუალებით თქვენ უფრო კარგად დააკმაყოფილებთ თქვენი მომხმარებლის სურვილებს.
შემოქმედებითი გადაწყვეტილებების თავისუფლება
RAU-FIPRO-ს უნიკალური მასალა კონსტრუქციებს ანიჭებს საჭირო სიმტკიცეს და საშუალებას იძლევა დამზადდეს მრავალი ფორმის ფანჯრები, მაგალითად, მომრგვალებული ელემენტებით. GENEO-ს პროფილების ფანჯრები არის როგორც თეთრი, ასევე ფერადი (მათ შორის ექსკლუზიური ფერები). პროფილი მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ და ადვილი მოსავლელია.