ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია

◈ 1999 წელს იჯარით აღებულ ფართზე დამზადდა ერთ-ერთი პირველი მეტალო პლასმასის კარ-ფანჯარა, ჩვენ ვირწმუნეთ და სხვებსაც ვარწმუნებდით ამ ახალი საამშენებლო მასალის უპირატესობებზე. მას შემდგომ ყოველწლიერად ვიზრდებოდით და ვფართოვდებოდით
◈ 2006 წელიდან საკუთარ კაპიტალურ შენობაში დაარსდა კომპანია ,,ელ-ჯი-ჯი“
◈ 2009 წელს მწყობრში შევიდა საოფისე და სასაწყობო კორპუსი ხოლო 2014 წელს ახალი საწარმოო კორპუსი, რომელიც აღიჭურვა ევროპული დონის თანამედროვე დაზგა დანადგარებითა ტექნიკური საშუალებებით.
◈ 2015 წლის დასაწყისში კომპანია REHAU-ს მთავარი ოფისიდან გამოგზავნილი იქნა ტექნიკური სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა ,,ელ ჯი ჯი“-ს წარმოების ინსპექტირება. აუდიტის დროს შემოწმდა, ხდება თუ არა წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვა, გამოიყენება თუ არა ორიგინალური მაკომპლექტებელი ნაწილები, შეესაბამება თუ არა საწარმო პირობები თანამედროვე სტანდარტებს. წარმოების პროცესის მკაცრმა, ტექნიკურმა ინსპექციამ დაადასტურა, რომ კომპანია ,,ელ ჯი ჯი“ ღირსეულად ატარებს REHAU-ს ავტორიზებული პარტნიორის სახელს და ამავე დროს იმსახურებს REHAU-ს ხარისხის სერტიფიკატს.

ვინ ვართ ჩვენ?

2015 წლიდან კომპანია ,, ელ ჯი ჯი ’’არის ერთადერთი საწარმო საქართველოში და ამიერკავკასიაში რომელმაც მიიღო კომპანია REHAU-ს ხარისხის სერტიფიკატი და ამავე დროს აქვს მინიჭებული საწარმოს მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტის ISO 9001 სერტიფიკატი. კონტაქტი
01
მრავალწლიანი გამოცდილება
02
უმაღლესი ხარისხი
03
გარანტია