რეჰაუ ულოცავს კომპანია ელ ჯი ჯი-ს მორიგ წარმატებას!
რეჰაუ ულოცავს თავის ერთგულ და საიმედო პარტნიორს, წამყვან პროფესიონალს უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური ფანჯრების და კარების წარმოების სფეროში, კომპანია ელ ჯი ჯი-ს, რეჰაუ-ს ხარისხის სერტიფიკატის და ISO 9001 სერტიფიკატის მიღებას.

კომპანია ელ ჯი ჯი ორიენტირებულია მაღალხარისხიანი კარებისა და ფანჯრების წარმოებაზე. ამიტომ მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, კომპანიის ტექნიკური აუდიტის ჩატარების თაობაზე. რეჰაუ-ს მთავარი ოფისიდან მოწვეულ იქნა ტექნიკური სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა ელ ჯი ჯი-ს წარმოების შემოწმება.

აუდიტის დროს შემოწმდა, ხდება თუ არა წარმოების ტექნოლოგიის სრული დაცვა, გამოიყენება თუ არა ორიგინალური მაკომპლექტებელი ნაწილები, შეესაბამება თუ არა საწარმო პირობები თანამედროვე სტანდარტებს.

წარმოების პროცესის მკაცრმა, ტექნიკურმა ინსპექციამ დაადასტურა, რომ კომპანია ელ ჯი ჯი ღირსეულად ატარებს რეჰაუს ავტორიზებული პარტნიორის სახელს და ამავე დროს იმსახურებს რეჰაუ-ს ხარისხის სერტიფიკატს. ელ ჯი ჯი არის კარ-ფანჯრის პირველი მწარმოებელი საქართველოში და ამიერკავკასიაში, რომელმაც მიიღო რეჰაუს ხარისხის სერტიფიკატი.

ასევე ვულოცავთ კომპანია ელ ჯი ჯი-ს ISO 9001 სერტიფიკატის მიღებას. ეს ყოველივე არის საწარმოს მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტების დასანერგად გატარებული უზარმაზარი სამუშაოს შედეგი.

რეჰაუ მადლობას უხდის ელ ჯი ჯი-ს ერთობლივი მუშაობისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის. უსურვებს თავის პარტნიორს წინსვლას და წარმატებას!

კომპანიისთვის ISO 9000 სერთიფიკატის მინიჭების სხდომა.

კომპანიისთვის წარმოების მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტის ISO 9000 სერთიფიკატის მინიჭების სხდომა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია ISO (Iნტერნატიონალ Oრგანიზატიონ ფორ შტანდარტისატიონ) ფუნქციონირებს შვეიცარიაში – ჟენევაში, წარმოადგენს სტანდარტების შემმუშავებელ და დამდგენ საერთაშორისო ორგანოს, რომელიც აერთიანებს 164 ქვეყნას. კონსესუსის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებებს და მიზნად ისახავს არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ მომხმარებელთა ინტერესებსაც.

სურათზე: წარმოების მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტის დანერგვის კომისიის მორიგი სხდომა სადაც კომპანია ელ-ჯი-ჯი-ს მიენიჭა ISO 9001-2008 სერთიფიკატი.

კომპანია REHAU-ს მორიგი მხარდაჭერა ჩვენ სპეციალისტებს.
REHAU ჩვენთვის არა მარტო მომწოდებელია პროფილური სისტემის არამედ არის საიმედო პარტნიორი რომელიც ყოველთვის მზად არის ბიზნესისათვის ცუდი პერიოდის დროსაც მოვიდეს დასახმარებლად. ხარისხის სერთიფიკატის მიღებას დასჭირდა დიდი დრო და ძალისხმევა კომპანიის თვითეული ჩვენი თანამშრომლის. ჩვენ სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრეინინგები და ინსტრუქტაჟები.

მოთხოვნა იყო ოფიციალური პარტნიორი ამავე დროს ნიშნავს დაიცვა ტექნოლოგიური მოთხოვნები და რეკომენდაციები შემუშავებული გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩვენ ვამაყობთ რომ შევძელით ესეოდენ მაღალი თამასის აღება.

მადლობას ვუხდით REHAU -ს მხარდაჭერისთვის დიდი ნდობისთვის ტექნიკური ინსპექციის მიერ გაცემული დოკუმენტი .რეჰაუს ხარისხის სერთიფიკატი, ამოწმებს რომ გამოშვებული პროდუქცია ევროპული ხარისხისაა და წარმოების კულტურის დონე მაღალია და დაცულია ინსტრუქიის მიხედვით მოცემული ყველა მოთხოვნები.

სურათზე: კომპანია REHAU - ს წარმომადგენელი ატარებს მორიგ სწავლებას (ტრეინინგს) ჩვენს კომპანიაში სპეციალისტებისათვის.

კომპანია ელ-ჯი-ჯი 15 წლისაა.
ელ-ჯი-ჯი 15 წელი თქვენთან ერთად...

ამ სლოგანით მიმდინარეობს საიბულეო დღეები ჩვენს კომპანიაში, დინჯი, ბეჯითი და მიზანდასახული მუშაობით, თითოეული ნაბიჯის კარგად გაანალიზებით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანით, გეგმაზომიერი განვითარებით.. ჩამოყალიბებული პროფესიონალთა გუნდით...ძლიერი ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზით მოვიპოვეთ აღიარება და საქართველოში მხოლოდ ჩვენ გადმოგვეცა კომპანია REHAU -ს ხარისხის სერთიფიკატი.

ჩვენ დავნერგეთ საწარმოში ხარისხის მართვის მენეჯმენტი და მოვიპოვეთ საერთაშორისო სერთიფიკათი ISO—9001.. და რაც მთავარია დავიმსახურეთ თქვენი სიყვარული და ნდობა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით თქვენ თითოეულო ჩვენო მომხმარებელო. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ 2016 წელს. გისურვებთ ჯამრთელობას წინსვლას.. მრავალ ბედნიერ დღეს....

ელ-ჯი-ჯი.