ჩვენი ისტორია

ეს არის გზა ოჯახური მცირე ბიზნესიდან მსხვილ კომპანიამდე... 1999 წელს იჯარით აღებულ ფართზე დამზადდა ერთერთი პირველი მეტალო პლასმასის კარ- ფანჯარა, ჩვენ ვირწმუნეთ და სხვებსაც ვარწმუნებდით ამ ახალი საამშენებლო მასალის უპირატესობებზე. მას შემდგომ ყოველწლიერად ვიზრდებოდით და ვფართოვდებოდით. 2006 წელიდან საკუთარ კაპიტალურ შენობაში დაარსდა კომპანია ,,ელ-ჯი-ჯი“. 2009 წელს მწყობრში შევიდა საოფისე და სასაწყობო კორპუსი ხოლო 2014 წელს ახალი საწარმოო კორპუსი რომელიც აღიჭურვა ევროპული დონის თანამედროვე დაზგა დანადგარებით ტექნიკური საშუალებებით.

ჩვენი წარმატების ფორმულა მარტივია, ეს არის პატიოსანი შრომას + დიდი პასუხისმგებლობა (მომხმარებელთან ,პარტნიორებთან, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებთან, ბაკთან.) სწორედ ამიტომ შპს . ,,ელ-ჯი-ჯი“ დღემდე საიმედო პარტნიორია ეს არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისკენ. ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, 2013 წლიდან ჩვენი კომპანია გახდა კომპანია REHAU_ს და კომპანია ALUPROF -ის ოფიციალური პარტნიორი ენერგო ეფექტური სისტემების(კონსტრუქციების ) წარმოების და რეალიზაციის ხაზით საქართველოში.

2015 წლის დასაწყისში კომპანია REHAU_ს მთავარი ოფისიდან გამოგზავნილი იქნა ტექნიკური სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა ,,ელ ჯი ჯი“-ს წარმოების ინსპექტირება.აუდიტის დროს შემოწმდა, ხდება თუ არა წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვა, გამოიყენება თუ არა ორიგინალური მაკომპლექტებელი ნაწილები, შეესაბამება თუ არა საწარმო პირობები თანამედროვე სტანდარტებს. წარმოების პროცესის მკაცრმა, ტექნიკურმა ინსპექციამ დაადასტურა, რომ კომპანია კ-ია ,,ელ ჯი ჯი“ ღირსეულად ატარებს კ-ია REHAU_ს ავტორიზებული პარტნიორის სახელს და ამავე დროს იმსახურებს REHAU_ს ხარისხის სერტიფიკატს. 2015 წლიდან კომპანია ,, ელ ჯი ჯი ’’არის ერთადერთი საწარმო საქართველოში და ამიერკავკასიაში რომელმაც მიიღო კომპანია REHAU_ს ხარისხის სერტიფიკატი. და ამავე დროს აქვს მინიჭებული საწარმოს მართვის და ხარისხის კონტროლის ევროპული სტანდარტის ISO 9001 სერტიფიკატი.

ლიდერობა ბევრს გვავალებს, ამიტომ ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივ მზადყოფნაშია ახალი გამოწვევებისათვის.